ცნობილი ფილმების ტიტრებში ჩამალული ყველაზე სასაცილო ხუმრობები

ჰოლივუდის გენიოსი რეჟისორებიც და რიგითი ფილმების გადამღები ჯგუფის წევრებიც მრავალფეროვანი გზებით ცდილობენ მაყურებელზე შთამბეჭდილების მოხდენას. ერთ-ერთი გავრცელებული და საკმაოდ ორიგინალური ხერხი ნამუშევრის ბოლოს, ტიტრებში ორიგინალური ტექსტის ჩამატებაა:

 

1.   სამხრეთ პარკის ფილმის ტიტრებში ერთ-ერთ მონაწილე პერსონაჟად თვით ცნობილი ტერორისტი სადამ ჰუსეინია მოხსენიებული.

2.  აეროპლანი 2: გაგრძელება ასევე უცნაური დამთავრებით გამოირჩევა. ფილმის ტიტრებში ყველაზე ცუდი ბიჭის როლის შემსრულებლად ადოლფ ჰიტლერი მოიხსენიეს.

3. პოლიციელები იუბკებში პროდიუსერების მხრიდან მთავარი მსახიობის მკერდის მიმართ დიდი პატივისცემით გამოირჩა. ტიტრებში თვითონ მკერდი ცალკე პერსონაჟის სტატუსით ჩაამატეს და მის განმასახიერებელ მსახიობად თვითონ ამ მკერდის პატრონი მოიხსენიეს.

4. ცხელი თავების ტიტრებში მსახიობებისა და გადამღები ჯგუფის სახელებთან ერთად საკმაოდ გემრიელი კერძის რეცეპტიც შეგიძლიათ იხილოთ:

5. ნემოს ძიებაში ტიტრების დროს მსახიობების სახელებთან ერთად ფონზე კიდევ ერთი ანიმაციური ფილმის – მონსტრების კორპორაციის მთავარი პერსონაჟი ცურავს.

6. მებრძოლთა კლუბი შთამაგონებელი სცენარის შემდეგ ფილმის ტიტრებშიც ორიგინალურ მიმართვას გთავაზობთ ტაილერისგან:

7. რობოკოპი ტიტრებიდან გაფრთხილებთ, რომ ფილმის უკანონოდ შეძენასა და გავრცელებისთვის თქვენ თვითონ ფილმის პერსონაჟები გაგისწორდებიან

8. ჰარი პოტერი და აზკაბანის ტყვე ფილმის დასასრულშიც ორიგინალურ სანახაობას გთავაზობთ, სადაც ცნობილი რუკა ჩანს. თუმცა, ამ შემთხვევაში რუკის კუთხეში სასიყვარულო ურთიერთობით დაკავებული სტუდენტების კვალიც ჩანს

9. მონტი პაიტონი და წმინდა გრაალის ავტორები ტიტრებში თვით ამერიკის პრეზიდენტის, რიჩარდ ნიქსონის ბრძანებას გვთავაზობენ:

10. გახლეჩილი არამარტო რამდენიმე ხასიათის მქონე პერსონაჟის ისტორიას გვთავაზობს, არამედ ამ ფილმის ტიტრებიც 24 ნაწილად არის გაყოფილი. ფილმის მთავარ პერსონაჟსაც ზუსტად 24 სხვადასხვა ქვეცნობიერი აქვს გონებაში.

Comments

comments