“სამეფო კარის თამაშების” რომელი გმირი ხარ ზოდიაქოს მიხედვით

სამეფო თამაშების პერსონაჟთა ხასიათების გათვალისწინებით არც ისე რთულია მათი ზოდიაქოს დადგენა. ლიდერი, დიპლომატი, ორგანიზებული თუ ძალაუფლების მოყვარე გმირების ზოდიაქოს ნიშნებით შეგიძლიათ გაიგოთ, თავად რომელი პერსონაჟის ხასიათი გაქვთ.

ვერძი – არია სტარკი

არასდროს აინტერესებს, ვინ რას იტყვის მასზე. იბრძვის სისხლის უკანასკნელ წვეთამდე და არასდროს ნებდება. დამოუკიდებელია და თავნება.

 

კურო – ობერინ მარტელი

მშვიდი, წყნარი…. მოთმინებით უცდის, როდის დადგება მისი მოქმედების დრო და შემდეგ იხარჯება ბოლომდე.

 

ტყუპები – ნეკა

ბრწყინვალედ იცის, რა, სად, როგორ, ვისთან, რამდენად… მანიპულირების ოსტატი და მომნუსხველი მოსაუბრე.

 

კირჩხიბი – მარჯერი ტაირელი

მზრუნველი და ალერსიანი, ოჯახი მისთვის უმთავრესია. საოცრად მომთმენიცაა, მაგრამ მანამდე, სანამ მის ღირსებას შეეხები.

 

ლომი – ჯეიმი ლანისტერი

ქარიზმატული, მომხიბლავი და სულით მებრძოლი – ჭეშმარიტად ნადირთა მეფე (სხვათა შორის, ჯეიმი ლანისტერის როლის შემსრულებელი ნიკოლაი კოსტერ ვალდაუც ზოდიაქოთი ლომია)

 

ქალწული – სერსეი ლანისტერი

სულით დედა, რომელიც შვილებისთვის ყველაფერზე წავა. პრაგმატული და თავშეკავებული (თუ ახლომახლო ჯეიმი ლანისტერი არ არის)

 

სასწორი – ტირიონ ლანისტერი

ტყუილ-მართალს ბრწყინვალედ არჩევს, ბალანსის დამყარებაც არ ეშლება. ინტელექტუალურია და სასიამოვნო მოსაუბრე.

 

მორიელი – მელისანდრე

სექსუალური და შავბნელი, მზერით ნებისმიერის დატყვევება შეუძლია (რაც გაუტეხელმა სტანისმაც იწვნია თავის თავზე…)

 

მშვილდოსანი – დენერის ტარგარიენი

მიზანმიმართული, მომხიბვლელი და, რასაკვირველია, ცეცხლის სტიქია.

 

თხის რქა – ჯონ სნოუ

გარეგნულად არაკონტაქტური, შინაგანად მებრძოლი (ცნობისთვის, ქრისტეს ზოდიაქოც თხის რქაა)

 

მერწყული – ნედ სტარკი

შეუპოვარი, ეთიკისა და მორალის მაღალი შეგნებით (მაგან დაგღუპა, ნედ…)

 

თევზები – სანსა სტარკი

მშვენიერი და ძლიერი, ექსტრემალურ სიტუაციებში გადარჩენის საოცარი უნარით.

Comments

comments