ბრედ პიტი და სიენა მილერი – ახალი ვარსკვლავური წყვილი?

განვლილი ცხრა თვე ბრედ პიტისთვის საკმაოდ მძიმე აღმოჩნდა, ჯერ ანჯელინა ჯოლისთან 12-წლიანი თანაცხოვრება საბოლოოდ დაასრულა, შემდეგ იყო გაუთავებელი ჭორები და მითქმა-მოთქმები იმის შესახებ, რომ ვარსკვლავური ოჯახი მარიონ კოტიარის გამო დაინგრა, მერე იმის დაბრალებაც მოასწრეს, რომ თითქოს რუსი მეძავებიც დაიქირავა და მოკლედ, არცთუ ისე შესაშური პერიოდი გაიარა ვარსკვლავმა, თუმცა ერთ-ერთ ინტერვიუში თამამად აღნიშნა, რომ ცხოვრებას ყველაფრის მიუხედავად მაინც აგრძელებს.

 “ცხოვრებაში ჯერ კიდევ დარჩა უზომო სიყვარული, რომელიც აუცილებლად უნდა გასცე და მიიღო. ამ პერიოდმა მომცა იდეალური შესაძლებლობა, რომ საკუთარი სისუსტეები და წარუმატებლობა სწორად შემეფასებინა და ცხოვრება თამამად გამეგრძელებინა.”

ფსიქოთერაპევტთან კურსების, ალკოჰოლზე დამოკიდებულების დაძლევის და სხვა უამრავი პრობლემის გადალახვის შემდეგ, ბრეტ პიტი მზად არის ახალი ურთიერთობებისთვის. მსახიობი სიენა მილერთან ერთად ინგლისში, მუსიკალურ ფესტივალზე მეგობრებთან ერთად შეამჩნიეს და ახალი ვარსკვლავური წყვილის შესახებ სტატიების წერაც უკვე დაიწყეს.

პირველი ეჭვი მას შემდეგ გაჩნდა, რაც სიენა მილერი და ბრეტ პიტი სამეგობრო წრეში ერთად აღმოჩნდნენ და ერთმანეთთან დიდი ხნის განმავლობაში ლაპარაკობდნენ, ეჭვი კი იმით დაამტკიცეს, რომ რამდენიმე კვირის წინ მსახიობები ხელჩაკიდებული ფესტივალს ესწრებოდნენ.

გაუმართლებს თუ არა ამ ურთიერთობაში ბრედს, არ ვიცით, თუმცა ვაღიაროთ, რომ მათგან არც ცუდი წყვილი შედგება. ისღა დაგვრჩენია დაველოდოთ მოვლენების განვითარებას და ბრედსაც შორეული საქართველოდან ვუსურვოთ წარმატებები.

 

 

 

Comments

comments