30 ნაკლებად ცნობილი ფაქტი კიტ ჰარინგტონის შესახებ

1. შეიძლება მას მთელი მსოფლიო კიტად იცნობს, მაგრამ მისი ნამდვილი (და სრული) სახელი კრისტოფერ ქეთსბი ჰარინგტონია.

და გარდა ამისა, 11 წლამდე თავადაც არ იცოდა თავისი ნამდვილი სახელი, რადგან მთელი ოჯახი მხოლოდ კიტს ეძახდა. “ჩემი სახელი კრისტოფერის შემოკლებული ფორმაა. მხოლოდ სასკოლო გამოცდებისას, როცა კიტ ჰარინგტონი დავწერე, მასწავლებელმა მითხრა, რომ ეს ჩემი სახელი არ იყო. კრისტოფერი გქვიაო, მომახსენა, მე კი სახტად დავრჩი – 11 წლამდე საკუთარი ნამდვილი სახელი არ ვიცოდი!”

თურმე რეალურ ჯონ სნოუსაც არ სცოდნია არაფერი…

 

2. მისი მეორე სახელი, ქეთსბი, დედამისის ქალიშვილობის გვარია და პროფესიული კარიერის დაწყებას კიტ ქეთსბის სახელით აპირებდა.

ერთ-ერთ გამოცემას მან განუცხადა “მაგარია არა? ქეთსბი ჩემი ძმის მეორე სახელიცაა: ჯეიკ ქეთსბი და კიტ ქეთსბი. სცენაზე საერთოდაც ამ სახელით გასვლას ვაპირებდი, მაგრამ ცოტათი 50-იანების თოქშოუს მონაწილესავით ჟღერს… შეიძლება კარგი სახელიცაა, მაგრამ კიტ ჰარინგტონმა აჯობა”.

 

3. დედამისმა (რომელიც თავად დრამატურგია) შვილს სახელი კრისტოფერი ბრიტანელი დრამატურგის, კრისტოფერ (კიტ) მერლოუს პატივსაცემად დაარქვა.

 

4. მან კარიერა თეატრის სცენაზე დაიწყო.

 

5. ჯერ კიდევ თეატრალური სასწავლებლის სტუდენტმა სპექტაკლ “საომარ ცხენში” მთავარი როლი შეასრულა.

 

6. სწორედ ამ დროს მიიქცია სამეფო კარის თამაშების პროდიუსერთა ყურადღება, რომელთაც იგი სინჯებზე მიიწვიეს.

მას ჯონ სნოუსა და ტირიონ ლანისტერის სცენის წაკითხვა დაავალეს… დანარჩენი, როგორც იტყვიან, ისტორიაა.

 

7. კიტი სამეფო თამაშებამდე ყოველთვის მოკლე ვარცხნილობას ატარებდა და არც წვერს იზრდიდა. არც ის იცოდა, თუ ბუნებრივად ხვეული თმა ჰქონდა.

მგონი მართლა არაფერი იცის… :/

 

8. ამის გამო, საცდელი ეპიზოდის გადაღებისას მას პარიკის ტარება მოუწია.

“საშინელი პარიკი მეხურა” – თქვა მსახიობმა და მისდა სასიხარულოდ, ეს საცდელი ეპიზოდი (რომელშიც, სხვათა შორის, დენერის ტარგარიენის როლს ემილია კლარკის ნაცვლად თამზინ მერჩანტი ასრულებდა) არავის უნახავს. “საპილოტე ეპიზოდმა არ გაამართლა. ის არავის უნახავს, სადღაც გადაკარგულშია და დაე იქ დარჩეს”.

 

9. მისი სიმაღლე 1.73 მ-ია და ხშირად ხდება ხუმრობის საგანი.

 

10. მე-6 სეზონის გადაღებისას კიტმა თავისი უდიდესი ფობია აღმოაჩინა — მას ცოცხლად დამარხვის ეშინია და კლაუსტროფობიაც აწუხებს. ასე რომ, “ბასტარდების ბრძოლის” ეპიკური საბრძოლო სცენის გადაღება კოშმარივით ახსოვს — ის ხომ უამრავ ადამიანს შორის ჩაჭედილი ცდილობს თავის დახსნას.

ეპიზოდის გადაღების შემდეგ კიტი ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ რაღაცების ეშინოდა, მათ შორის ობობების, მაგრამ ყველაზე უარესი კლაუსტროფობია ყოფილა. “პანიკურად მეშინია ხალხით გადაჭედილი ადგილების. ეს ეპიზოდი ყველაზე საშინლად მახსენდება — წარმოიდგინე, 15 წვეროსანი ირლანდიელი რომ ცდილობს, გაგჭყლიტოს… არის მომენტი, როცა სნოუ კინაღამ ნებდება და ამ ჯოჯოხეთს გასრესვის უფლებას აძლევს, მაგრამ მხოლოდ წამიერად”.

 

11. ამ ეპიზოდის გადაღებისას მან ერთი-ორი მართლა მოარტყა სახეში ივან რეიონს (რემსეი ბოლტონს).

“კი, ნამდვილად გავარტყი ივანს სახეში, შემთხვევით, რაც მან გმირულად აიტანა”.

 

12. რეაქტიული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, კიტს ფრენისაც ეშინია.

“თვითმფრინავში ჩაჯდომამდე მის კორპუსს სამჯერ უნდა შევახო ხელი… ნერვიული მგზავრი ვარ და დროთა განმავლობაში უარესი ვხდები. ადრე მომწონდა, ახლა კი წარმოვიდგენ ხოლმე, ათი ათასი მეტრის სიმაღლეზე რომ ვარ და ყოველი ფრენისას უფრო და უფრო ვშფოთავ… ეს არანორმალურია. მიყვარდა ფრენა, მაგრამ GoT-ის გადაღებებისას გაუთავებელმა მოგზაურობებმა თვითმფრინავი შემაძულა, არ ვიცი რატომ…”

 

13. მას ასევე ეშინია… ვიდეოთამაშების.

მან MTV-ს განუცხადა: “არ მეხერხება ასეთი რამეები. როცა Doom-ს ვთამაშობდი, საკმაოდ მეშინოდა. კომპიუტერულ თამაშებში საკმაოდ უნიათო ვარ”.

 

14. მაინცდამაინც არ უყვარს საკუთარი დაბადების დღე, რადგან ის საჩუქრების დღეს (Boxing Day – შობის მეორე დღე) ემთხვევა (26 დეკემბერი).

თავის 30-ე დაბადების დღიდან მალე, კიტი გამოტყდა, რომ გულზე არ ეხატება ეს დღე: “ყოველთვის ერთი და იგივე ხდება… ოჯახი სხვა საქმეებითაა გართული და ყურადღებასაც არ მაქცევენ, ამიტომ ამ დღეს მუდამ ვბრაზობდი და ამის გამო ეგოისტად ვგრძნობდი თავს. ყოველთვის იგივეა… და მეც მახლობელ პაბში მივდივარ. საერთოდაც, დაბადების დღე ყოველ წელს უარესი ხდება, ამიტომ დიდ მნიშვნელობას აღარ ვანიჭებ”.

 

15. მისი ჩრდილოური აქცენტი შონ ბინის აქცენტის მიბაძვაა.

“სინჯები ჩემი საკუთარი აქცენტით გავიარე და შემდეგ, პილოტის გადაღებისას შონ ბინის შვილებს მისი აქცენტის გამეორება გვთხოვეს, ამრიგად, მისი სწრაფად სწავლა მოგვიწია… შონი ხელს გვიწყობდა და ეღიმებოდა, მის მიბაძვას რომ ვცდილობდით. გვეუბნებოდა, კარგად გამოგდითო, რაც ძალიან სასიამოვნო მოსასმენი იყო”.

 

16. ის მოვალე იყო, ყველასგან საიდუმლოდ შეენახა საკუთარი გაცოცხლების ამბავი, მაგრამ ერთ ადამიანს მაინც გაუმხილა — პოლიციელს, რომელიც სიჩქარის გადაჭარბებისთვის დაჯარიმებას უპირებდა.

 

17. სამაგიეროდ, სხვაგან ყველგან აბსოლუტური კონსპირაციულობა შეინარჩუნა და უახლოეს მეგობრებსაც კი მოატყუა ჯონ სნოუს აღდგომის თაობაზე. მაგალითად, სოფი ტერნერი იმდენად დარწმუნებული იყო მის სიკვდილში, რომ კიტს უგრძესი სამადლობელი წერილი მისწერა გამოსამშვიდობებლად.

“სოფი ტერნერმა, მადლობა მას, მართლაც გრძელი წერილი მომწერა, თუ როგორ უყვარდა და მოენატრებოდა ჩემთან მუშაობა — ეს წერილი ახლაც მაქვს. მახსოვს, რამდენი ვიცინე ამაზე”.

 

18. იგი შიშობდა, რომ ხალხს გულს საერთოდ არ დასწყვეტდა ჯონ სნოუს სიკვდილი.

“მინდა ყველას ბოდიში მოვუხადო ტყუილისთვის. მიხარია, რომ ფანებს გული ატკინა ჩემი პერსონაჟის სიკვდილმა. ყველაზე მეტად იმის მეშინოდა, რომ ყველას ფეხებზე ეკიდებოდა მისი სიკვდილი, ან იტყოდნენ: “აჰა. ჯონ სნოუც მოკვდა.” მაგრამ როგორც ჩანს, ხალხი, ისევე როგორც წითელი ქორწილისას, აღაშფოთა სნოუს მკვლელობამ. ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ვაკეთებ, რასაც შოუ აკეთებს, სწორია”.

 

19. კიტი სოციალური მედიის წინააღმდეგია და ვერასდროს იხილავთ მას, მაგალითად, ტვიტერზე.

 

20. მას მოსწონს ეკრანზე შიშვლად გამოჩენა.

“მიმაჩნია, რომ თუ ხარ იმ შოუს ნაწილი, რომელშიც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს სიშიშვლეს და სექსს, თავადაც უნდა მიიღო მონაწილეობა ამაში”.

სწორად მსჯელობ, ჯონ სნოუ ))

 

21. ჰარინგტონის გვარი მეფე ჩარლზ II-ს ენათესავება, მაგრამ მსახიობი ამით თავს არასდროს იწონებს.

“ყველა ამერიკელი ინტერვიუერი მეუბნება: “ჩარლზ მეორეს ენათესავები, ბაბუაშენი ბარონეტი იყო!” საკმაოდ გამაღიზიანებელია — ეს ჩემი ისტორიის ნაწილია, მაგრამ თუ ფიქრობთ, რომ ამით ვიყოყოჩებ, სულ ტყუილად. დედა მიმეორებს ხოლმე, მაგ ჟურნალისტებს უთხარი, სახელმწიფო სკოლაში რომ დადიოდიო”.

 

22. ზოგადად, კეთილშობილური ტიტულების წინააღმდეგია. კლასობრივი გამორჩეულობის ჩვენების გამო დაუნტონის სააბატოც კი არ მოსწონს.

“ამერიკაში სამეფო გვარებთან და კლასობრივ სისტემასთან არაჯანსაღი დამოკიდებულებაა. “ღმერთო ჩემო, ჰერცოგის შვილი ხართ?!” — ანტიროიალისტი არ ვარ, მაგრამ ვის რა ფეხებად სჭირდება ეს?”

 

23. სანამ ცნობილი მსახიობი გახდებოდა, წიგნის მაღაზიაში მუშაობდა. სწორედ ამის წყალობით სერიალის გადაღებამდე იცოდა, ვინ იყო ჯორჯ მარტინი.

“ვერ ვიტანდი მას. უოტერსტოუნის წიგნის მაღაზიის ქვედა სართულზე ვმუშაობდი — იქ ფენტეზი, სამეცნიერო ფანტასტიკა და რაღაც დამხმარე სახელმძღვანელოები ეწყო, დღემდე ვერ გამიგია, ვინ დააჯგუფა ასე… მოკლედ, მე უნდა შემევსო თაროები, მარტინის წიგნები კი ცხელი ღვეზელებივით იყიდებოდა. ხშირად მიწევდა ამ სქელი ეგზემპლარების საწყობიდან ამოტანა და საშინლად მძიმე იყო. მახსოვს, სულ წყევლა-კრულვას ვუთვლიდი, როგორია გამუდმებით ათრიო ეს მძიმე, დამპალი წიგნები. თაროებს გავავსებდი და დღის ბოლოს ცარიელი იყო!”

 

24. მისი საყვარელი წიგნია ჯორჯ ორუელის 1984.

 

25. და ჰორორ ფილმების დიდი ფანია.

“მიყვარს საშინელებათა ფილმები, ჰორორის ჭეშმარიტი ფანი ვარ. საყვარელი ფილმებია: ნათებადაწნული კაცი… დევიდ ლინჩის ფილმები. სამჯერ თუ ოთხჯერ ვნახე მისი შინაგანი იმპერია, მეტს ვერ გავუძელი, ძალიან საშიშია. მიყვარს მალჰოლენდ დრაივი, მაგრამ ესეც კი შიშს მგვრის”.

 

26. კიტს ჰარი პოტერიც უყვარს. მას სინჯებშიც კი უნდოდა მონაწილეობა ჰარი პოტერის როლზე, მაგრამ იმ დროს ერთი წლით უფროსი იყო.

მსახიობი ხუმრობით იმასაც აღნიშნავს, რომ თავის თავს ბრიტანელ მსახიობად ბოლომდე ვერ მიიჩნევს, რადგან პოტერის არც ერთ ფილმში არ გამოჩენილა.

27. მას ვერასდროს იხილავთ რომანტიკულ კომედიაში

გარდიანთან მსახიობმა განაცხადა: “არაფერი მაინტერესებს იმაზე ნაკლებად, ვიდრე რომანტიკულ კომედიაში თამაში”.

 

28. თუმცა აღიარებს, რომ ხშირად ტირის.

 

29. მისმა წინაპარმა, რომელიც დედოფალ ელიზაბეთის თანამედროვე იყო, ტუალეტის ჩასარეცხი ზონარი გამოიგონა.

“ჯონი” – ტუალეტის აღმნიშვნელი ჟარგონული სიტყვა ინგლისურში ჯონ ჰარინგტონის დამსახურებით დამკვიდრდა. “კიდევ კარგი, ტუალეტს სლენგზე მარტო ‘ჯონი’ შემორჩა და ‘ჰარინგტონი’ არა. ჰარინგტონების გვარს დედოფლისთვის უნიჭო ლექსებიც დაუწერია. უნიჭო პოეტის გენები გამომყვა, მაგრამ გამომგონებლისა არა”.

 

30. მისი ნიჭი მხოლოდ მსახიობური მონაცემებით არ ამოიწურება. გარდა იმისა, რომ მშვენივრად მღერის, კიტს დაწერილი აქვს უკვე სამი ტელეშოუს სცენარი და სამომავლოდ პროდიუსერობას გეგმავს.

Comments

comments