ემილი რატიაკოვსკი: როლებზე დიდი მკერდის გამო არ მამტკიცებენ

26 წლის მოდელი და მსახიობი, ემილი რატიაკოვსკი, რომელიც საზოგადოებამ გახმაურებული ვიდეოკლიპიდან Blurred Lines გაიცნო, ჰოლივუდში დისკრიმინაციაზე ალაპარაკდა.

“ყოველთვის ერთი და იგივე მემართება – მივდივარ კასტინგზე და ამბობენ, რომ როლისთვის ზედმეტად სექსუალური ვარ. ჩემი აზრით, დისკრიმინაციაა, როცა შენთან მუშაობა მკერდის ზომის გამო არ უნდათ. რა არის ძუძუებში სამარცხვინო? ეს არის ქალურობის სიმბოლო, რომელიც დამცირების საფუძველი არ უნდა გახდეს: დიდი მკერდიც და პატარა მკერდიც ერთნაირად ლამაზია”

ემილისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტი იყო გაუჩინარებული ქალი, სადაც პარტნიორობა ბენ აფლეკს გაუწია, მანამდე კი, სანამ კლიპში გამოჩნდებოდა, ნიკელოდეონის სერიალში iCarly ერთ-ერთ პერსონაჟს, ტაშას განასახიერებდა.

წყარო: Indipendent

Comments

comments