პიტერ დინკლეიჯის პანკური წარსული

სამეფო კარის თამაშების მსახიობებს ძალიან საინტერესო ბიოგრაფიები აქვთ. ცნობილია, რომ მათი დიდი ნაწილი შესანიშნავად მღერის, მაგალითად ჯერომ ფლინი (ბრონი), რომელიც პოპდუეტ Robson & Jerome-ის წევრი იყო, კიტ ჰარინგტონი, ჯეიკობ ანდერსონი (Grey Worm) და იენ გლენი (ჯორაჰ მორმონტი); რორი მაკკენი (ქოფაკი) შვრიის ფაფის რეკლამაშია გადაღებული; ჰოდორი კი მშვენიერი DJ-ია;

კარგად მღერის პიტერ დინკლეიჯიც, მაგრამ ეს ყველაფერი არაა: იგი ერთ დროს პანკ/რეპ/ფანკ ბენდის Whizzy-ის შემსრულებელი გახლდათ. სამწუხაროდ, ინტერნეტში ბენდის მოღვაწეობის ამსახველი არავითარი ვიდეო არ არსებობს, მაგრამ სამაგიეროდ გვაქვს ადრეულ 90-იანებში პანკჯგუფში მსახიობის მოღვაწეობის დამადასტურებელი ფოტომასალა.

 

შეგვიძლია დავასკვნათ, რომ ბენდი საკმაოდ ეკლექტურ მუსიკას უკრავდა.

ფანკი, რეპი და პანკი ერთად — ბენდის ჟღერადობა სავარაუდოდ Red Hot Chili Peppers-ისას ემსგავსებოდა.

დინკლიჯი ბენდის მეორე ფრონტმენია.

“საკმაოდ ბრაზიანი ტიპი ვიყავი მაშინ” — ამბობს დინკლიჯი Whizzy-ში გატარებულ პერიოდზე.

ვაცხადებთ ძებნას Whizzy-ის აუდიოჩანაწერებზე.

 

Comments

comments