რას ფიქრობს ჯესიკა ალბა ორსულობის გამო შეცვლილ სხეულზე

ჯესიკა ალბა საქმიანი ქალბატონია. გარდა საქველმოქმედო კომპანიის თანადამფუძნებლისა, იგი ორი შვილის დედა და არაკომერციული ორგანიზაცია Baby2Baby-ის საბჭოს წევრია. აღნიშნული ორგანიზაცია ახალშობილთა საჭირო ნივთებითა და საფენებით ამარაგებს მათ, ვისაც ეს განსაკუთრებით სჭირდება. ამ ყველაფერთან ერთად ჯესიკა და მისი ქმარი ქეშ უორენი კიდევ ერთ შვილს ელოდებიან. Baby2Baby-ის გალა-საღამოზე ალბა ჟურნალისტებს ორსულობის ფსიქოლოგიურ და ფიზიოლოგიურ გავლენებზე ესაუბრა. მომავალი დედა, რომელიც მშვენიერი შავი კაბითა და მომხიბლავი მაკიაჟით იწონებდა თავს, ჟურნალისტებს გამოუტყდა, რომ ორსულობისას ხშირად აწყდება სირთულეებს საკუთარ სხეულთან დაკავშირებით.

“ორსულობისას საერთოდ არ ვგრძნობ თავს გლამურულად და მომხიბლავად. ლამაზად ჩაცმა და საკუთარი მომხიბვლელობის შეგრძნება მართლაც კარგია. როგორც წესი, ჰამფთი-დამფთი მგონია თავი, მრგვალი და გაბერილი, რომელსაც არაფერი უხდება. თუმცა ამ კაბაში მშვენივრად ვგრძნობ”.

ალბას სიტყვები მოწმობს, რომ ვარსკვლავებიც, მიუხედავად გარეგნული ბრწყინვალებისა,  საკმაოდ რთულად ხვდებიან ორსულობის თანმდევ მოვლენებს, რომლებსაც დადებითიც ბევრი აქვს და უარყოფითიც. ასევე ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, რაც ორსულობისას ისედაც მძიმეა, განსაკუთრებით კი ყურადღების ცენტრში მყოფი ცნობილი ადამიანისთვის. ალბას აზრით, ორსულობა რეალისტურად უნდა შეაფასო და იცოდე, რომ ვარსკვლავიც, ნებისმიერი სხვა ორსული ქალივით, ხშირად შეიძლება თავს სათანადოდ არ გრძნობდეს, და ამის არ უნდა შეეშინდეს.

“საკუთარ თავთან მკაცრი არ უნდა იყო. უნდა აკეთო ის, რაც იმ მომენტში შენთვის საუკეთესო და მნიშვნელოვანია, – განაცხადა ალბამ. ეს ყველაზე მთავარია, ელოდები ბავშვს თუ არა”.

Comments

comments