10 ეკრანული წყვილი, რომელიც რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთს ვერ იტანდა

წყვილებს შორის სიყვარული ფილმებში იმდენად დამაჯერებელია, რომ ძნელია ეჭვი შეგეპაროს მათ რეალურ გრძნობებში ერთმანეთის მიმართ. მაგრამ არსებობენ მსახიობები, რომლებიც ეკრანზე მგზნებარე შეყვარებულებს თამაშობენ, ამ დროს კი რეალურ ცხოვრებაში ერთმანეთს ვერ უგებდნენ.

1. რაიან გოსლინგი და რეიჩელ მაკადამსი

უბის წიგნაკი

უბის წიგნაკში მთავარ გმირებს შორის წრმოუდგენელი მიზიდულობაა და გასაკვირი არავისთვის იყო, რომ გადაღების შემდეგ გოსლინგი და მაკადამსი რეალურ ცხოვრებაშიც შეყვარებულებად იქცნენ. მაგრამ გადაღების დროს მსახიობებს შორის მეგობრული დამოკიდებულება სულაც არ ყოფილა. გოსლინგი  რეჟისორს მაკადამსის გაშვება და სხვა მსახიობის მოწვევაც კი სთხოვდა.

2. ტონი კერტისი და მერილინ მონრო

ჯაზში მხოლოდ ქალიშვილები არიან

ტონი კერტისი მონროს ყოველთვის შენიშვნას აძლევდა დაგვიანებისა და როლის სიტყვების ხშირად შეშლის გამო. ფილმის გადაღებისას მან აღნიშნა, რომ “მერილინ მონროს კოცნა იგივეა, რაც ჰიტლერს აკოცო”. მემუარებში კი მსახიობმა აღიარა, ასე მკაცრად იმიტომ ვიქცეოდი, რომ გადაღებების დროს ჩუმად ვხვდებოდითო.

3. ჯულია რობერტსი და ნიკ ნოლტი

მიყვარს უსიამოვნებები

ნამდვილი უსიამოვნებები ამ ფილმის გადაღებისას იყო. ჯულია და ნოლტი ერთმანეთს იმდენად ვერ იტანდნენ, რომ ფილმის ზოგიერთი ერთობლივი სცენა ცალ-ცალკე გადაიღეს.

4. დასტინ ჰოფმანი და მერილ სტრიპი

კრამერი კრამერის წინააღმდეგ

მერილ სტრიპი ფილმის რეჟისორისგან მოითხოვდა, შეეცვალა მისი პერსონაჟი ჯოანა. მან სცენარის მთელი ნაწილებიც კი გადაწერა. ჰოფმანი განსაკუთრებით გააღიზიანა მისმა იმპროვიზაციებმა. მიუხედავად ამისა, ამ დუეტის დიდებულმა თამაშმა ფილმს კინოაკადემიის ხუთი ჯილდო მოუტანა.

5. პირს ბროსნანი და ტერი ჰატჩერი

ხვალ არასოდეს მოკვდება

ტერი ჰატჩერმა პირს ბროსნანი გადასაღებ მოედანზე საათობით ალოდინა. მოთმინებადაკარგულ ბროსნანს გული ვერც იმ ამბავმა მოულბო, რომ ჰატჩერი ორსულად აღმოჩნდა და დილით თავს შეუძლოდ გრძნობდა. ამ დროიდან მათ ურთიერთობას წყალი შეუდგა.

6. უილიამ ბოლდუინი და შერონ სტოუნი

ნაფოტი

თავიდან შერონ სტოუნს არ უნდოდა, უილიამ ბოლდუინს მისი პარტნიორი შეესრულებინა ფილმ ნაფოტში და მას ასექსუალურსაც უწოდებდა. მათ შორის კონფლიქტი გარდაუვალი იყო და ამიტომაც ორივემ მოითხოვა, ერთობლივი სცენებიც კი ცალ-ცალკე გადაეღოთ, მათი სასიყვარულო სცენა კი სინამდვილეში სიძულვილის სცენა იყო.

7. მარლონ ბრანდო და სოფი ლორენი

ჰერცოგინია ჰონგ-კონგიდან

სოფი ლორენი ბრანდოს საყვედურობდა იმის გამო, რომ ამ ფილმის გადაღებისას გაუთავებლად ეფლირტავებოდა. ლორენმა აღარა, რომ ბრანდოსთან მუშაობა ამის ფონზე ძალიან რთული იყო.

8. ლუკ უილსონი და კეიტ ბეკინსელი

ვაკანსია

კიდევ ერთი კინოწყვილი, რომლებიც ერთმანეთის დანახვასაც კი ვერ იტანდნენ. ბეკინსელსა და უილსონს შორის კონფლიქტი ბევრისთვის ცნობილი არ ყოფილა, მაგრამ ზოგიერთი ცნობით, ლუკი კეიტს საკმაოდ უხეშად ეპყრობოდა.

9. ჰარისონ ფორდი და შონ იანგი

დანის პირზე მორბენალი

80-იანების საკულტო ფილმის გმირებს ერთმანეთთან არცთუ თბილი დამოკიდებულება ჰქონდათ. მათი ეკრანული წყვილის ურთიერთმიზიდულობისგან განსხვავებით, სცენის მიღმა მსახიობებს ერთმანეთი გულზე არ ეხატებოდათ.

10. ტომ ჰარდი და შარლიზ თერონი

შეშლილი მაქსი

შეშლილ მაქსს მძიმე პირობებში იღებდნენ: უდაბნოში, სიცხესა და სრულ იზოლაციაში. ფილმის შესახებ ერთ-ერთ ინტერვიუში თერონმა აღიარა, რომ ის და ჰარდი გადაღებების დროს ერთმანეთს ნერვებს უშლიდნენ. საბოლოოდ მსახიობებმა გადაღებები მშვიდობიანად დაასრულეს და ეს ჰარდის საჩუქრის დამსახურება იყო — მან შარლიზს ავტოპორტრეტი აჩუქა მინაწერით “შენ აბსოლუტური კოშმარი ხარ, მაგრამ უცნაურად გადასარევიც. მგონი მომენატრები, სიყვარულით, ტომი”.

Comments

comments