კვენტინ ტარანტინოს 8 საფირმო “კადრი ქვემოდან”

ქვემოთ წარმოდგენილი ფოტოები კვენტინ ტარანტინოს დამახასიათებელი ხელწერით, ანუ ქვედა კუთხით გადაღებული, “საბარგულის” საფირმო კადრებია. ისინი საშუალებას გვაძლევენ, გენიალური რეჟისორის თვალით შევხედოთ მისივე ცნობილ ფილმებს.

ცოფიანი ძაღლები

1992 წელს გადაღებულ ამ განგსტერულ ფილმში კრიმინალების (მაიკლ მედსენი, ჰარვი კეიტელი და სტივ ბუშემი) სამეული თავიანთი მანქანის საბარგულში დატყვევებულ პოლიციის ოფიცერს დასცქერის.

სიკვდილის მტკიცებულება

მორიგი საფირმო ხედი საბარგულიდან – ტრეისი ტომსის და ზოი ბელის გმირები.

უსახელო ნაბიჭვრები

კომედიურ საბრძოლო ფილმში ბრედ პიტისა და ილაი როთის გმირები ნაცისტ ტყვეს დასცქერიან. საფირმო ხელწერის კადრი თითქოს მსხვერპლის თვალით გვიჩვენებს მათ.

მოკალი ბილი 1

უმა თურმანის გმირი მანქანის საბარგულს მტრის ჩასამწყვდევ საკნად იყენებს. კვლავ მსხვერპლის თვალით დანახული პერსონაჟი.

ჯეკი ბრაუნი

სემუელ ელ ჯექსონის გმირი, რომელიც შავ ბაზარზე იარაღით ვაჭრობს, და მისი თანამოაზრე კრის ტაკერი. ხედი კვლავ ქვემოდან.

მოკალი ბილი 2

2003 წლის მოკალი ბილის სიქველი და მაიკლ მედსენის საფირმო “კადრი საბარგულიდან”

მაკულატურა

საბარგულიდან დანახული ჯონ ტრავოლტასა და სემუელ ელ ჯექსონის გმირები, მათი ლეგენდარული ჩაცმულობა და ლურჯი ცა.

მზის ჩასვლიდან განთიადამდე

რეჟისორი საკუთარ საფირმო კადრში — ტარანტინო ჯორჯ კლუნის ფსიქოპათი ძმის როლში.

Comments

comments