ნუთუ, “მძიმე დანაშაული” “მოსიარულე მკვდრების” წინა ისტორიაა?!

 

ალბათ, უკვე გაიგეთ ფანების თეორია იმის შესახებ, რომ მძიმე დანაშაული მოსიარულე მკვდრების წინა ისტორიაა. როგორც ჩანს, ფანები არ შემცდარან – AMC-იმ დაადასტურა, რომ მოსიარულე მკვდრებისა და მძიმე დანაშაულის ამბავი ერთსა და იმავე სამყაროში ვითარდება. თუნდაც, ბოლო ეპიზოდში ნათქვამი: “გეშინოდეთ მოსიარულე მკვდრების!” წარმოადგენს მინიშნებას მძიმე დანაშაულზე. დააკვირდით ამ მომენტს? სჯობს, კიდევ ერთხელ ვნახოთ…

როგორც ხედავთ, როდესაც კიმ დიკენსის გმირი და მაიკლ გეიეისის გმირი მარკეტში შედიან, ფონად ისმის ბალადა ჰაიზენბერგზე. ზუსტად ეს მელოდია გვხვდება მძიმე დანაშაულის მეორე სეზონშიც.

Digital Spy-ისთან ინტერვიუში შოუს წარმომადგენელმა, დეივ ერიქსონმა განაცხადა: როდესაც მძიმე დანაშაულში ეს ცივი მუსიკა გაისმა, შოუ მაშინ შემიყვარდა. ამიტომ ეს პატივისცემის გამომხატველი ჟესტია მისი შექმნელის, ვინს გილიგანის მიმართ.

ერიქსონის ნათქვამი ადასტურებს შემქმნელთა მცდელობას, გააერთიანონ ორი, ძალიან პოპულარული და მნიშვნელოვანი სატელევიზიო შოუ. თუმცა, ჩვენთვის აქამდეც ცნობილია, ერთი შეხედვით, სრულიად განსხვავებული, თუმცა, რეალურად – ერთმანეთთან დაკავშირებული სერიალები და ფილმები. მაგალითად:

სამეფო კარის თამაშები და მეგობრები

მონიკასა და როსს შორის მცირედი ინცესტი ჩანდა, როდესაც ერთმანეთს აკოცეს. ჯეიმისა და სერსეის კი სექსი აქვთ. შეიძლება ისინი მონიკასა და როსის დიდი-დიდი-დიდი ბებია-ბაბუები არიან, ვინ იცის?

დიდი აფეთქების თეორია და მსოფლიო ომი Z

ორივე რომ ერთნაირად საშინელია, ესეც დამთხვევაა? ჰმ, ძალიან კარგი. გაიხსენეთ ის მომენტი, როდესაც შელდონს სექსი აქვს ემისთან. სწორედ ამის შემდეგ უჩნდება განცდა, რომ ისეთი ჭკვიანი ვეღარ არის, როგორიც მანამდე იყო. მას ყურადღება ეფანტება და საკუთარ თავს აღარ ჰგავს. შელდონი ემის ეხმარებოდა მაიმუნებზე ექსპერიმენტის დროს, როდესაც ორი განსხვავებული ქიმიური ნივთიერება უნდა შეერიათ და ვირუსი გამოუვიდათ. მაიმუნები გაიქცნენ, დააავადეს მსოფლიო ზომბებით და საბოლოოდ, მაინც ბრედ პიტს მოუწია სამყაროს გადარჩენა…

მოკლედ, დავუბრუნდეთ მძიმე დანაშაულისა და მოსიარულე მკვდრების შესახებ თეორიას, რომელიც ოთხ ნაწილადაა გაყოფილი:

1 – ლურჯი მეტამფეტამინი

მოსიარულე მკვდრების მეორე ეპიზოდში მერილის დამალულ ნარკოტიკებში ვხედავთ ლურჯი ფერის მეტამფეტამინებს. ხოლო მძიმე დანაშაულის ყველა ნამდვილმა ფანმა იცის, რომ ეს ნარკოტიკი მხოლოდ იქ არსებობს. სწორედ მან შეძლო ვოლტერ ვაითის გადაქცევა ჰაიზენბერგად.

2 – დოჯი

როდესაც თქვენ ფიქრობთ წითელ დოჯზე შავი კანტებით, შეუძლებელია, არ გაგახსენდეთ სცენა მძიმე დანაშაულიდან (მეოთხე სეზონი, მეორე ეპიზოდი), როდესაც ჰაიზენბერგი ყიდულობს ამ მანქანას უმცროსი ვოლტერისთვის… თითქოს არაფერი, მაგრამ თუ გაიხსენებთ მოსიარულე მკვდრების (მეორე ეპიზოდი) სცენას, როდესაც გლენი ზუსტად ამ მანქანას იპარავს, ყველაფერი ნათელი გახდება.

ასევე არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როდესაც ჰაიზენბერგი სკაილერთან ჩხუბის შემდეგ მანქანას უკან აბრუნებს, ადამიანს, რომელიც კომპანიაში მუშაობს, გლენი ჰქვია.

დაბრუნების გადასახადის 700$ გადახდის ნაცვლად, ის მანქანას აფეთქებს. სავსებით შესაძლებელია, რომ კომპანიაში მომუშავე გლენმა მოახერხა, გადარჩენილიყო ზომბ აპოკალიფსს და ჩამოყალიბებულიყო იმ გმირად, რომელიც ჩვენ მოსიარულე მკვდრებიდან  ვიცით.

3 – “ბოზური კავშირი” (The Bitch Connection)

დერილი საუბრობს მერილის ყოფილ ნარკოდილერზე. მისი აღწერილობით დილერი იყო “პატარა თეთრკანიანი ნარკომანი”, რასაც მოსდევს ფრაზა: “მოგკლავ, ბოზო!” უკაცრავად, ეს ჯესი პინკმანი ხომ არ არის? ამით აიხსნება მერილის ჩანთაში ლურჯი მეტამფეტამინების აღმოჩენა.

4 – გას ფრინგი

ეს არც ისე დიდი დამთხვევაა. თუმცა, ის პირდაპირი მნიშვნელობით ჩნდება მოსიარულე მკვდრებში… ეს ცოტა გაწელილი ამბავია, მაგრამ… მისი ყოფნა ვოლტერთან უფრო საშიში იყო. შესაძლებელია, მან წინასწარ მიიღო ლურჯი ფერის ტაბლეტები, რომლებიც ზომბად გადაქცევაში დაეხმარებოდა და სიკვდილის შემდეგაც გააგრძელებდა ცხოვრებას. შეიძლება ის იყო პირველი ზომბიც…

ეს, რა თქმა უნდა, ძლიერი არგუმენტი არ არის, მაგრამ ბოლი ცეცხლის გარეშე არ ჩნდება. არ დაგვავიწყდეს, რომ დერილი ზუსტად ამ ნარკოტიკს ახსენებს. შეიძლება, თავად შემქმნელებმა გადაწყვიტეს ჩვენი ტვინის არევა? რატომაც არა…

რისი იმედი გაქვთ?

სანამ ამ ყველაფერს ავწონ-დავწონით, გადავხედოთ მოსიარულე მკვდრების ახალი სეზონის თრეილერს. ის, წინა ნაწილებთან შედარებით, კიდევ უფრო სისხლიანი ჩანს, და რაც მთავარია, ჩნდება კითხვა: რაც აქამდე ვნახეთ, მხოლოდ და მხოლოდ სიმზარია და მეტი არაფერი? როგორც ჩანს, რიკიმ სიბერემდე მიაღწია. თუმცა, როგორ მოახერხა ეს ყველაფერი? ნუთუ, ამდენ ხანს კომაში იყო?

მიუხედავად ყველაფრისა, რიკი და მისი მეგობრები ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგანან. ბოლო სეზონში მათ ალექსანდრიას დაცვა ნებისმიერ ფასად ევალებათ. მხოლოდ ამის შემდეგ ვაცნობიერებთ, როგორი ბრუტალური შეიძლება აღმოჩნდეს სამყარო.

ნიგანის ზეგავლენით ძალაგამოცლილი რიკი და მისი მეგობრები თამაშს აგრძელებენ. რიკიმ კავშირი დაამყარა სხვა ქომუნითებთან , რომლებიც “გადამრჩენელების” წყალობით, მსგავს მდგომარეობაში არიან. ასე რომ, “ჰილტოპისა” და “სამეფოს” დახმარებით, მათ უკვე შეუძლიათ “გადამრჩენელებისთვის” წინააღმდეგობის გაწევა.

ეს დაუნდობელი, გადამწყვეტი ბრძოლა იქნება, ბრძოლა, სადაც ერთ მხარეს უკეთ ორგანიზებული და შეიარაღებული “გადამრჩენელები”, ხოლო მეორე მხარეს რიკი და დაქსაქსული ქომუნითები არიან, ბრძოლა – ნათელი მომავლისთვის. რიკის წინამძღოლობით ალექსანდრია, მეგის თაოსნობით აჯანყებული ჰილტოპი და მეფე ეზეკიელის სამეფო ბოლოჯერ გაილაშქრებენ ნიგანისა და მისი “გადამრჩენელების” წინააღმდეგ.

ჩვენ კი ისღა დაგვრჩენია, ახალ სეზონს დაველოდოთ!

 

წყარო: www.ladbible.com

მოამზადა გიორგი კარანაძემ

Comments

comments