საინტერესო ფაქტები, რომლებიც ცნობილი ფილმების ნახვას ხელახლა მოგანდომებთ

ეს სცენა ფილმიდან ტიტანიკი ყველას გემახსოვრებათ, თუმცა ის თუ იცოდით, რომ ჩანახატი, რომელზეც ჯეკი მუშაობს, რეალურად ფილმის რეჟისორის, ჯეიმს კამერონის გაკეთებულია? ჯეკის ხელები, რომლებიც ჩანახატზე მუშაობენ, რეჟისორის ხელებია და საერთოდ, ყველა ის ნახატი, რომელიც ჯეკის წიგნაკშია, რეჟისორის მიერ არის შესრულებული.

ფილმში მაკულატურა ყველა საათი ერთ დროზეა გაჩერებული და ეს დრო ხუთის ოცი წუთია.

ალბათ შავ-თეთრმა გამოსახულებამ შეუწყო ხელი ალფრედ ჰიჩკოკის ფილმს ფსიქოს, რომ შოკოლადის სიროფი მაყურებელს სისხლად აღექვა.

Love actually ანუ რეალური სიყვარული არის ფილმი, სადაც ზუსტად 22-ჯერ ითქვა სიტყვა რეალური.

რა იქნებოდა ადოლფ ჰიტლერის საყვარელი ფილმი,  თუ არა კინგ კონგი

ფილმის  წვეულება ვეგასში  გრიმიორებს ბევრი დრო ედ ჰელმსის კბილის გაქრობაზე არ დაუკარგავთ, რადგან მსახიობს ახალგაზრდობაში დაკარგული კბილის ნაცვლად, იმპლანტი ესვა, ამიტომაც ფილმისთვის სტომატოლოგმა უბრალოდ დროებით მოხსნა და წარმატებული გადაღების შემდეგ კბილიც პატრონს დაუბრუნა.

აი ამ კადრში ფილმიდან მარტო სახლში ჯო პეშმა  მართლა უკბინა თითზე მაკალეი კალკინს და თანაც ძალიან მწარედ.

ჩვენ არ ვიცით რამდენი გადაუხადა კომპანიამ მებრძოლთა კლუბს , თუმცა ფაქტია, რომ ფილმის აბსოლუტურად ყველა სცენაში სტარბაქსის ჭიქა ფიგურირებს.

Comments

comments