ჯენიფერ ლოურენსის მოულოდნელი ინტერვიუ: მსახიობი იქს-ადამიანების ახალ ნაწილშიც ითამაშებს

მიუხედავად იმისა, რომ იქს-ადამიანები: აპოკალიფსი სრულიად წარუმატებელი ფილმი გამოდგა, ფრენჩაიზის ავტორები მაინც აპირებენ იქს-ადამიანების შესახებ ახალი სურათის გადაღებას. ბოლო ნაწილის ჩავარდნასთან ერთად, ფილმის მთავარი მსახიობების მიერ 20th Century Fox-თან დადებული კონტრაქტებიც ამოიწურა. შესაბამისად, უკვე საეჭვო იყო კიდევ ერთი მაღალბიუჯეტიანი ფილმის გადაღება იქს-ადამიანების ისტორიით, თუმცა ჯენიფერ ლოურენსმა ახლახანს ჭორები დაადასტურა და აღნიშნა, რომ მიუხედავად ბოლო ფილმის წარუმატებელი შედეგისა, იგი კომპანიასთან თანამშრომლობის გაგრძელებას აპირებს და ახალ ფილმშიც ითამაშებს:

 

არ ვარ ვალდებული კიდევ ერთ ფილმში მივიღო მონაწილეობა, მაგრამ თუ ამას არ ვიზავ, როგორი იქნება ჩემი პერსონაჟის ისტორია? ვგრძნობ, რომ ფანებისა და პერსონაჟის წინაშე ვალდებული ვარ მისი გზა ბოლომდე მივიყვანო, სამართლიანად მოვექცე ფილმებს. არასწორი იქნება თუ უბრალოდ აღარ გამოვჩნდები და ყველას გაუკვირდება, თუ სად გაქრა მისტიკას პერსონაჟი, რომელსაც ბოლო სამ ფილმში გულშემატკივრობდნენ

 

 

ჯენიფერ ლოურენსის დაბრუნებასთან ერთად, ახალი ფილმის წარმატების შანსები გაიზარდა, თუმცა ჯერჯერობით მთლიანი სამსახიობო გუნდი დაკომპლექტებული არ არის.

Comments

comments