ჯიმ ქერის წლის ყველაზე სევდიანი ინტერვიუ ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე

ნიუ-იორკის მოდის კვირეულზე სტუმრობისას ჯიმ ქერიმ ჟურნალისტს ორიგინალური  და ოდნავ პესიმისტური ინტერვიუ მისცა, სადაც აღნიშნა, რომ მოდის კვირეული მისთვის ყველაზე უმნიშვნელო ღონისძიებაა, სადაც კი მისვლა შეიძლებოდა.

მსახიობი მოდის კვირეულს პარასკევს ეწვია, Harper’s Bazaar-ის წვეულებას დაესწრო და სწორედ ამ დროს გაესაუბრა ჟურნალისტს:

ამ ყველაფერს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. მინდოდა ამ საღამოს ყველაზე უმნიშვნელო ღონისძიება მეპოვნა და დავსწრებოდი მას, შესაბამისად აქ მოვედი. ეს ყველაფერი უმნიშვნელოა.

55 წლის ლეგენდას ჟურნალისტმა აცნობა, რომ პარასკევს ორგანიზებული წვეულება ცნობილი ადამიანების მოღვაწეობის დაფასებას ეძღვნებოდა, რაზეც ჯიმ ქერიმ ასეთი კომენტარი გააკეთა:

ეს არის ყველაზე უარესი მიზეზი, რომელიც შეიძლებოდა რომ მოგვეფიქრებინა

ასეთი პასუხის შემდეგ ქერიმ ჟურნალისტს ჰკითხა, სჯეროდა თუ არა თვითონ მას სამაგალითო ადამიანების, თუმცა პასუხის მოსმენის გარეშე დაამატა, რომ არ სჯერა ადამიანების შინაგანი სამყაროს არსებობის და ჟურნალისტსაც განუცხადა, რომ მისი არსებობაც კი არ სჯერა:

ჩვენ უბრალოდ ენერგიის ველი ვართ, რომელიც თავისთვის ცეკვავს და ეს მე საერთოდ არ მაღელვებს. მე არ ვიცვამ სპეციალური მიზეზის გამო, მე საერთოდ არ ვარსებობ

მსგავსი იდეები ჯიმ ქერიმ მისი ბოლო ფილმის გადაღებების დროსაც გამოამჟღავნა. ქერის მონაწილეობით ვენეციის ფესტივალზე ენდი კაუფმანისა და ჯიმ ქერის ურთიერთობის შესახებ გადაღებული დოკუმენტური ფილმი წარადგინეს. პრემიერაზე ვარსკვლავმა ასეთი განცხადება გააკეთა:

ჩვენ არაფერი ვართ გარდა იდეებისა, რომლებიდანაც ჩვენ ხასიათის ერთგვარ სამაჯურს ვძერწავთ, შემდეგ კი მთელი ცხოვრება ვატარებთ მას. მაგრამ ეს არ ვართ ჩვენ. ჩვენ არაფერი ვართ.  ამის ცოდნა ხსნაა.

 

Comments

comments