კეტი ჰოლმსი და ჯემი ფოქსი აღიარებენ, რომ ერთად არიან

როგორც აღმოჩნდა, მსახიობები კეტი ჰოლმსი და ჯემი ფოქსი ერთად 2013 წლიდან არიან, თუმცა ხუთი წელიწადია ურთიერთობას მალავდნენ. კეტი ჰოლმსს სულ არ სურდა, ისედაც ტომ კრუზთან აგორებული სკანდალების გამო, საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოქცეულიყო, ამიტომ წყვილმა გადაწყვიტა ურთიერთობა საიდუმლოდ შეენახათ და მშვიდად ეცხოვრათ.

ეს ფოტო ორი წლის წინ ინტერნეტში გავრცელდა, სადაც კარგად ჩანს, მსახიობები როგორ არიან ხელჩაკიდებულნი, თუმცა ჯემი ფოქსმა ძალიან თამამად განაცხადა, რომ ამ ფოტოში არაფერი განსაკუთრებული არ იყო და რომ ისინი ძალიან ახლო მეგობრები არიან.

“კარგით რა, მეგობრები ვართ. ამ ფოტოში არაფერი ისეთი არ არის, რაც თქვენ იმის საფიქრალს მოგცემთ, რომ მე და ჩემი ძალიან ახლო მეგობარი კეტი ერთად ვართ. მსგავსი არაფერი”

ახლა კი ხუთი წლის შემდეგ, წყვილი თამამად აღიარებს რომ ერთმანეთი უყვართ და თავს ძალიან მშვიდად გრძნობენ და დიახ, მსახიობები ერთად ცხოვრობენ.

 

 

Comments

comments