ხალ დროგო დენერისით ამაყობს!

სამეფო თამაშების მე-4 ეპიზოდის გამოსვლის შემდეგ ჯეისონ მომოამ ინსტაგრამზე ვრცელი მესიჯი გამოაქვეყნა და თავისი ყოფილი ეკრანული ცოლი კომპლიმენტებით შეამკო.

“ძნელია, მსოფლიოში საუკეთესო შოუზე რამე არ ვთქვა. არ მინდა ვინმე დავასპოილერო, მაგრამ თავის შეკავება ძალიან მიჭირს – არანორმალურად მაგარი იყო, სიგიჟე! ვისურვებდი, იქ ვყოფილიყავი და დენით, დევიდით და მთელი გადამღები ჯგუფით მეამაყა. ალოჰა. დროგო. დრაკარის!” – დაწერა აღფრთოვანებულმა მსახიობმა. და დააყოლა: “ემილია, მომენატრე, დედი, უმაგრესი ხარ, შენით ვამაყობ”.

ჩვენც ძალიან მოგვენატრე, ხალ დროგო… 🙁

როგორც ვიცით, დენერისმა თავის ფავორიტ, შავ-წითელ დრაკონს საყვარელი ქმრის, უძლეველი ხალ დროგოს პატივსაცემად დაარქვა სახელი. დრაკონების დედამ იმდენი მოახერხა, რომ დოთრაკების მთელი ხალხი თავისკენ მიიმხრო და ისტორიაში პირველად, გემებით გადაიყვანა ცხენოსანი არმია ვესტეროსში, გააკეთა სწორედ ის, რასაც ხალი დაჰპირდა. ლანისტერების არმიის წინააღმდეგ ეპიკური ბრძოლა და დრაკონზე გადამჯდარი დენერისის შეტევა სამართლიანად აღიარეს GOT-ის ერთ-ერთი საუკეთესო სცენად. რა გასაკვირია, თუ ხალი თავისი ხალესით ამაყობს – ის ხომ ცხენოსანი დოთრაკების მრისხანე არმიის ღირსეული სარდალია!

(ცხენის გული ტყუილად კი არ აჭამა)

ჯეისონ მომოა, მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ პირველი სეზონის ბოლოს ჩამოშორდა გადასაღებ მოედანს, სერიალის გადამღებ ჯგუფთან და განსაკუთრებით ემილია კლარკთან ახლო კონტაქტს ინარჩუნებს და დღემდე სამეფო თამაშების თავგადაკლული ფანია. იმედია ხალ დროგო კვლავაც ასეთი აღტაცებით გამოეხმაურება ახალ ეპიზოდებს.

შეგახსენებთ, რომ მე-5 ეპიზოდი ორშაბათს, 14 აგვისტოს გამოდის.

მანამდე იხილეთ სპოილერი:

Comments

comments