რატომ აცვიათ კლასიკურ ანიმაციურ გმირებს ხელთათმანები?

გიფიქრიათ, რატომ აცვიათ მიკი და მინი მაუსებს, ბაგს ბანის, გუფის და სხვებს ხელთათმანები?

უცნაური არაა, რომ ამინდის მიუხედავად, ისინი ხელთათმანებს არასდროს იხდიან?

პასუხი მარტივია: ასე უფრო ადვილი იყო. ანიმაციის შექმნა თავის დროზე საკმაოდ შრომატევადი საქმიანობა გახლდათ და ანიმატორები ყველა ძალას ხმარობდნენ იმისთვის, რომ საქმე გაემარტივებინათ. ხელთათმანების დახატვა აადვილებდა საქმეს, რადგან აუცილებელი არ იყო ფრჩხილების გამოკვეთა. გარდა ამისა, როცა ანიმაცია შავ-თეთრი იყო, შავი ხელები შავი სხეულის ფონზე კარგად არ ჩანდა და გმირებს გამომსახველობა ეკარგებოდათ.

1927 წელს მიკი მაუსი ასე გამოიყურებოდა

1928 წელს კი მიკის ხელთათმანები გაუჩნდა

თუ დაინტერესდებით, დეტალური პასუხები შეგიძლიათ Vox-ის მიერ შექმნილ ამ არაჩვეულებრივ ვიდეოში იხილოთ.

 

Comments

comments