კრისტიან ბეილმა ახალი როლისთვის წონაში საგრძნობლად მოიმატა (ფოტო)

კრისტიან ბეილი ახალ ფილმში ამერიკის ყოფილი ვიცე–პრეზიდენტის როლის განსახიერებისთვის იმიჯის რადიკალურად შეცვლაზე დათანხმდა. დიკ ჩინის როლის მორგებისთვის ოსკაროსან მსახიობს წონაში საგრძნობლად მომატება დასჭირდა, ახლა კი ცნობილი გახდა რომ მან არც წარბების შეღებვაზე თქვა უარი და ახალი ფილმისთვის თავდადებას არ იშურებს. Telluride–ს კინოფესტივალს ბეილი სპეციალური ჯილდოს მისაღებად და ახალი ნამუშევარის რეკლამირებისთვის ეწვია, სადაც ფანების წინაშე სრულიად ახალი იმიჯით წარსდგა.

დიკ ჩინი ამერიკის ყველაზე ძლიერ ვიცე–პრეზიდენტად არის აღიარებული. იგი პოსტს ბუშის ადმინისტრაციაში იკავებდა 2001–დან 2009 წლამდე.

 

 

Comments

comments