ვიდეო: როგორ დათმო მარლონ ბრანდომ ოსკარი ინდიელთა უფლებებისთვის

1973 წელი, ოსკარის დაჯილდოების ცერემონია. სცენაზე კონვერტით ხელში, როჯერ მური და ლივ ულმანი  საუკეთესო მამაკაცი მსახიობის დასახელებისთვის ემზადებიან. ნომინანტებს შორის წარდგენილია მარლონ ბრანდოც, კოპოლას ფილმში შესრულებული როლისთვის – ნათლია.

გამარჯვებულიც მარლონ ბრანდოა, რომელსაც ოვაციებით ხვდებიან, თუმცა სცენაზე სხვა ადამიანი ადის, რომელსაც ვერავინ სცნობს, იღებს კონვერტს და კითხულობს სიტყვებს, რომელიც მას არ ეკუთვნის. ოსკარის ცერემონიისთვის, გამარჯვების შემთხვევაში დაწერილი წერილი თავად მსახიობს, მარლონ ბრანდოს ეკუთვნის.

ამერიკელი ინდიელების წარმომადგენელი საშინ ლითლფეზერი ამაყად დგას და არასასურველ შეძახილებს ყურადღებას არ აქცევს. კითხულობს მსახიობის სიტყვებს, საიდანაც ირკვევა, რომ მარლონ ბრანდო უარს ამბობს ოსკარის ჯილდოზე, რომ ის ბოიკოტს უცხადებს ამ ცერემონიას და აკრიტიკებს ყველა იმ კინომწარმოებელს, რომლებიც იღებენ ფილმებს ინდიელებზე, რადგან მათ არასოდეს, არასოდეს ისინი დადებით პერსონაჟებად არ გამოყავთ და ამ ფილმებში ინდიელები გამუდმებით უარყოფითი პერსონაჟები არიან.

სიტყვის წარმოთქმის შემდეგ (ფოტოშიც ნათლად ჩანს) საშინი უარს ამბობს ჯილდოზე და ჯილდო როჯერს რჩება.

გთავაზობთ ვიდეოს სრულად

 

 

Comments

comments