Modern Family-ს ვარსკვლავი არიელ ვინტერი: მოკლე შორტებს იმისთვის არ ვიცვამ, რომ უკანალი გამოვაჩინო

Modern Family – ს ერთ-ერთი მთავარი და ოჯახში ყველაზე ჭკვიანი გმირის შემსრულებელი  19 წლის არიელ ვინტერი გარდა თავისი მსახიობური ნიჭისა, იმითაც გამოირჩევა, რომ ძალიან, ძალიან და კიდევ ერთხელ ძალიან მოკლე შორტებს იცვამს, იმდენად მოკლეს, რომ საზოგადოების ყურადღებას ზედმეტად იქცევს.

პაპარაცებს ეს ფაქტი რა თქმა უნდა არასდროს ეპარებათ და მუდმივად მის უკანალზე ამახვილებენ ყურადღებას, ხოდა ახალგაზრდა მსახიობსაც ყელში ამოუვიდა და საკმაოდ ვრცელი განცხადება გააკეთა

“ძალიან შევწუხდი იმ ფაქტით, რომ ჩემს მოკლე შორტებზე ასე ამახვილებთ ყურადღებას. ისიც ყელში ამომივიდა, რომ გგონიათ, ჩემს უკანალზე ვაკეთებ აქცენტს. არა, უბრალოდ ზაფხულია, და ძალიან მცხელა, ვცდილობ რაც შეიძლება გრილად ჩავიცვა. არც მოკლე მაქვს, ის რაც მაცვია, და არც ვცდილობ რომ ჩემი უკანალი ყველას დაგანახოთ, უბრალოდ ეს არის ის სტილი რაც მიყვარს და რაშიც თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ. და იცით რა? გეყოთ სხვისი ცხოვრებით ცხოვრება და ყველაფრის გაკრიტიკება, რასაც ირგვლივ ხედავთ. იქნებ რამე სხვა და პროდუქტიული საქმე აკეთოთ.”

Comments

comments