ქეით უინსლეტი: ლეონარდო არასდროს მომწონდა, როგორც მამაკაცი

ტიტანიკის ვარსკვლავების ურთიერთობაზე ყოველთვის ბევრი იწერება, თუმცა “ჯეკის” და “როუზის” რეალურ ცხოვრებაში სრულიად განსხვავებული ურთიერთობა აკავშირებთ. ამის შესახებ ქეით უინსლეტმა გულახდილი განცხადება გააკეთა და ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი და ლეონარდო დიკაპრიოს ურთიერთობა არასდროს გაცდენილა მეგობრობის საზღვრებს:

ლეო და მე ერთად შვიდი თვე ვმუშაობდით თავდაუზოგავად. ორივე ახალგაზრდა ვიყავით და გაგვიმართლა, რადგან ერთმანეთისთვის სხვანაირად არასდროს შეგვიხედავს. ვიცი ეს არცისე კარგი მოსასმენია, მაპატიეთ, მაგრამ ეს მართლა ასეა.

ოსკაროსანი მსახიობი მისი და დიკაპრიოს იდეალურ ურთიერთობას მათი საერთო იუმორის გრძნობით ხსნის და აღნიშნავს, რომ გადაღებების დაწყებიდან ყოველთვის იდეალურად ახერხებდნენ ერთმანეთის გაცინებას:

ჩვენ ძალიან ახლოს ვიყავით ერთმანეთთან და ზოგჯერ ახლაც ვეუბნებით ერთმანეთს ციტატებს ტიტანიკიდან, რადგან მხოლოდ ჩვენ შეგვიძლია ამით განსაკუთრებულად გართობა. ვერც კი წარმოიდგენთ მარტო ყოფნისას რაზე ვსაუბრობთ და როგორი სულელური თემების განხილვით ვაცინებთ ერთმანეთს

41 წლის ვარსკვლავის და გადარჩენილის მთავარი გმირის მეგობრობა მართლაც მრავალი წელია სამაგალითოა ჰოლივუდში. ოსკარის ცერემონიებზე და მის გარეც, ლეო და ქეითი მუდამ იდეალურად გამოხატავენ ერთმანეთის მიმართ მეგობრულ სიყვარულს.

 

Comments

comments