ქლოე გრეის მორეცი: 15 წლის ასაკში მამაკაცმა კოლეგამ მითხრა, რომ მსუქანი ვარ

ქლოე ახალგაზრდა მსახიობია, რომელსაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.

ერთ-ერთი გამოცემისთვის მიცემულ ინტერვიუში მორეცი ყვება, რომ 15 წლის ასაკში “სცენურმა შეყვარებულმა” სხეულის გამო გააკრიტიკა.

“ფილმში შეყვარებულებს ვთამაშობდით და საჭიროდ ჩათვალა, ეთქვა, რომ ცხოვრებაში ზედაც არ შემომხედავდა, რადგან მისთვის ზედმეტად მსუქანი ვიყავი. 15 წლის გოგოსთვის ეს ძალიან ცუდი მოსასმენია”

ქლოემ მსახიობის დასახელებისგან თავი შეიკავა, თუმცა აღნიშნა, რომ ფილმის გადაღების მომენტში მისი კოლეგა 24-25 წლის იქნებოდა.

“ეს იყო ერთადერთი ადამიანი გადასაღებ მოედანზე, რომელმაც ჩემი ატირება შეძლო”, – აღნიშნა მსახიობმა.

როგორც მსახიობი აღნიშნავს, ეს ერთადერთი შემთხვევა არაა, როდესაც წონის გამო გააკრიტიკეს.

“მძიმე და ბნელმა დრომ ჩემთვის ჩაიარა, თუმცა თავისი კვალი მაინც დამიტოვა. სექსისტური დამოკიდებულება ჰოლივუდში აუცილებლად უნდა დასრულდეს”.

Comments

comments