რაიან გოსლინგი: ვნანობ, რომ ბალეტს თავი დავანებე

არა, არ მოგჩვენებიათ, სათაურში ტყუილი არაფერი დაგვიწერია, რაიან გოსლინგი მართლაც დადიოდა ბალეტზე და მის ასაკობრივ კატეგორიაში, საკმაოდ წარმატებული ბალერონიც გახლდათ.

წლების შემდეგ მსახიობი მის ბავშვურ გატაცებაზე ალაპარაკდა და საჯაროდ აღიარა, რომ ძალიან ნანობდა იმ გადაწყვეტილებას, რომელიც ბალეტზე თავის დანებებას გულისხმობდა.

“ბალეტი საუკეთესო რამაა დღემდე ჩემს ცხოვრებაში, რაც ოდესმე გამიკეთებია.როდესაც მითხრეს, რომ ერთი ეტაპით წინ წავიწიე და სერიოზულ საბალეტო ცხოვრებაში პირველ ნაბიჯებს ვდგამდი შემეშინდა, ჩავთვალე რომ ეს ძალიან არამამაკაცური იყო და თავი დავანებე. ასე რომ, ბევრი დრო არ დამიხარჯავს იმაში, რაც ყველაზე საჭირო იყო ჩემი ცხოვრებისთვის. ვთვლი, რომ ბალეტი ბევრ სარგებელს მომიტანდა”

თუმცა არასდროს არის გვიან. მსახიობი ბალეტის კურსებით ხშირად არის დაკავებული. როგორც ერთ – ერთ ინტერვიუში გოსლინგმა აღნიშნა, ის ხშირად სტუმრობს სტუდიას და გაკვეთილებს ესწრება.

“ჩემ გარდა ყველა კარგად ცეკვავს. საშინლად მოუხერხებელი ვარ და ხშირად გაკვეთილებზე უხერხულობას ვქმნი”

 

 

 

 

 

Comments

comments