რატომ აირჩია ემა სტოუნმა ეს ფსევდონიმი და რა ჰქვია მას სინამდვილეში

ჰოლივუდში ფსევდონიმები არც ისე იშვიათი მოვლენაა. ამის მიუხედავად, მაინც ყოველთვის საინტერესოა, თუ რა ჰქვიათ სინამდვილეში ჩვენს საყვარელ მსახიობებს და რატომ აირჩიეს კონკრეტულად ესა თუ ის მეტსახელი.

როგორც აღმოჩნდა, ლა ლა ლენდის ვარსკვლავი ემა სტოუნიც სწორედ მათ რიგებშია, ვისი ნამდვილი სახელი და გვარიც ჰოლივუდისთვის არც თუ ისე მომგებიანად ჟღერდა: 16 წლის ემილი სტოუნს უთხრეს, რომ თუ წარმატებული კარიერა სურდა, მაშინ ფსევდონიმზეც უნდა ეზრუნა.

თავდაპირველად ემამ გადაწყვიტა რაილი სტოუნი ყოფილიყო, თუმცა 6 თვის შემდეგ მიხვდა, რომ როდესაც ასე მიმართავდნენ, წარმოდგენაც კი არ ჰქონდა თუ ვისზე იყო საუბარი.

“არა, მე არ ვარ რაილი… არ შემიძლია რაილი ვიყო!” – გაიფიქრა მსახიობმა და გადაწყვიტა სხვა ვარიანტებიც ეცადა, მაგალითად – ემილი ჯეი სტოუნი, თუმცა, როგორც ვხედავთ, არც ამ ფსევდონიმმა გაამართლა.

“საბოლოოდ, უბრალოდ ემად ვიქეცი, რადგან ის ჩემს ნამდვილ სახელთან ყველაზე ახლოს დგას. თანაც ახლობლები ხშირად ემს მეძახიან.”

ვფიქრობთ, მსახიობმა ნამდვილად სწორი არჩევანი გააკეთა.

 

Comments

comments