“რიკი და მორტი”: სულ მალე კიტრი-რიკის სათამაშოს ყიდვას შეძლებთ

რიკი და მორტი ანიმაციური სერიალია, რომელიც ექსცენტრიკული მეცნიერისა და მისი შვილიშვილის კოსმოსურ თავგადასავლებზე გვიყვება. ბოლო სეზონის ერთ-ერთი ყველაზე კარგი სერია კი მჟავე კიტრად გადაქცეული რიკის გარშემო განვითარდა.

სერია მართლაც შთამბეჭდავი გამოდგა და თუ არ გინახავთ, გირჩევთ ნახოთ, ხოლო მათ, ვინც უკვე აღფრთოვანდა ეპიზოდით, შეუძლიათ მჟავე კიტრად ქცეული რიკის სათამაშო შეიძინონ. ამაზე სათამაშოების კომპანია ფუნკომ იზრუნა.

 

რიკი და მორტის მესამე სეზონის პრემიერა 30 ივლისს შედგა.

Comments

comments