როგორ იკლებენ მსახიობები წონას როლების გამო

მსახიობობა რთული პროფესიაა და ეს ყველამ კარგად იცის. ხანდახან კი, ვარსკვლავებს დიდ მსხვერპლზეც უწევთ წასვლა როლების გამო, რაშიც წონის დრამატული ცვლილებებიც შედის.

ალბათ, გაინტერესებთ, როგორ ახერხებენ მსახიობები როლისთვის ათობით კილოს დაკლებას

1. ენ ჰეთევეი – ფილმი საბრალონი

მსახიობმა ფილმისთვის 12 კილო დაიკლო. შეიძლება ეს ბევრი არ მოგეჩვენოთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ენ ჰეთევეი ისედაც საკმაოდ გამხდარი იყო. მსახიობი მხოლოდ შვრიის ფაფას ჭამდა საუზმედ, სადილად და ვახშმად. როგორც ჩანს, თავგანწირვა ნამდვილად ღირდა, რადგან ენმა შესრულებული როლისთვის ოსკარი დაიმსახურა.

2. კრისტიან ბეილი – ფილმი მემანქანე

მსახიობს 4 თვე მისცეს იმისთვის, რომ როლისთვის 30 კილო დაეკლო. ეს დრო ამხელა ფიზიკური სხვაობისთვის საკმაოდ მცირეა, ამიტომ მან უბრალოდ შიმშილობა გადაწყვიტა. ოთხი თვის განმავლობაში ბეილი მხოლოდ უშაქრო ყავას სვამდა და ერთ ვაშლს აყოლებდა. შედეგი ასეთი თავზარდამცემი აღმოჩნდა.

3. მეთიუ მაკკონაჰიდალასის შემსყიდველთა კლუბი

მეთიუ მაკკონაჰმა როლისთვის 20 კილო დაიკლო. მისი დიეტა ასე გამოიყურებოდა: 1 კვერცხის ცილა, მოხარშული ქათმის უმცირესი ნაჭერი და ორი ქილა დიეტური კოლა.

4. ბიონსე – ფილმი ოცნების გოგონები

მომღერალი როლისთვის საგრძნობლად გახდა. სანამ ფილმის გადაღებები დაიწყებოდა, ბიონსე სხეულის გაწმენდის კურსებს გადიოდა და როგორც მორალურად, ისე ფიზიკურად ემზადებოდა საკმაოდ მკაცრი და შეუვალი დიეტისთვის. მენიუ: დილას ოთხი ჭიქა მარილიანი წყალი, რომელთანაც აუცილებლად უნდა მიგეყოლებინა 6-12 ჭიქა ლიმონისა და პილპილის ლიმონათი.

იხილეთ სხვა, არანაკლებ შოკისმომგვრელი დიეტები ამ ვიდეოში

 

 

 

Comments

comments