“სამეფო კარის თამაშების” 10 ტიპის მაყურებელი

სანამ სამეფო კარის თამაშების მესამე ეპიზოდი გამოვა, მოდით, ცოტა ხნით გავერთოთ და ჩამოვთვალოთ ამ საოცარი სერიალის 10 ტიპის ფანი:

#1. გარყვნილები

ამ ადამიანებისთვის სამეფო კარის თამაშები ერთი გრძელი პორნოა, რომელშიც დროდადრო გამოკრთება საბრძოლო სცენები.

#2. ვინც არასდროს იცის, რა ხდება სერიალში

ეს ვინ არის? ნედ სტარკი როდის მოკვდა? ჯონ სნოუ ამათი ნამდვილი ძმა არაა? – ეს არის ხალხი, რომელმაც თვითონაც არ იცის, რატომ უყურებს სამეფო კარის თამაშებს.

#3. აბეზარი მკითხველები

გავიგეთ, რომ წიგნები წაკითხული გაქვთ. ვიცით, რომ წიგნში ზოგი სცენა სხვანაირადაა. დაგვაცადეთ ყურება, თუ შეიძლება!

#4. სისხლიანი სცენების მოყვარულები

პირველი კატეგორიის ადამიანებისა არ იყოს, მასალა ამ კატეგორიის ადამიანებისთვისაც ბევრია. მათ ერთი სული აქვთ, როდის მოკლავენ ამა თუ იმ პერსონაჟს, ვის – სულ ერთია.

#5. დამსპოილერებლები

და მათით პანიკურად შეშინებული მაყურებლები, რომლებიც ინტერნეტის გამოყენებაზე უარს ამბობენ და ქუჩაში ყურსასმენებით გადაადგილდებიან, რომ შემთხვევით სპოილერს არ მოკრან ყური.

#6. შეთქმულების თეორიის მოყვარულები

მათ თუ დავუჯერებთ, სამეფო კარის თამაშები რეალურ მოვლენებზეა აგებული. “ლანისტერები ევროკავშირს წარმოადგენენ, სტარკები – ახლო აღმოსავლეთს და ტარგარიანები”….

#7. ზედმეტად დაკვირვებულები

ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც ყველა ჩახველებაში, პაუზაში და სიცილში ღრმა აზრს ხედავენ. სერსეიმ თუ ორჯერ დაახამხამა ზედიზედ, ეს ნიშნავს, რომ მალე ორ პერსონაჟს ერთად დავემშვიდობებით და ასე შემდეგ.

#8. აჟიტირებული გოგოები

ვაიმე, ჯონ სნოუ რა საყვარელია. აუ, ჯეიმის ცოლად სიამოვნებით გავყვებოდი. ჯოფრი ცოტათი მესაყვარლება, რადგან ცოტათი ჯასტინ ბიბერს ჰგავს.

#9. დაუნახავები

Game Of Thrones GIF - Find & Share on GIPHY

პირველი სეზონი ყველაზე კარგი იყო, ახლა მაგრად გაბანძდა, აუ, მაგას კიდევ უყურეებთ? – და ამ დროს თვითონაც უყურებენ, რადგან სერიალი ობიექტურადაც უფრო და უფრო საინტერესო ხდება.

10. ჯორჯ მარტინი

“მიდით, მიდით, იოცნებეთ ბედნიერ დასასრულზე”.

Comments

comments